საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისაერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი
თემიდა
GE  
GE EN


  •  

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

    სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის

    საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი

    “თემიდა”

    დებულება

    მუხლი. 1 ზოგადი დებულებები

    1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის (შემდგომში ფაკულტეტი) საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი (შემდგომში ჟურნალი) წარმოადგენს პერიოდულ საერთაშორისო რეფერირებად გამოცემას, რომლის მიზანია აკადემიური და სამეცნიერო დისკუსიის გაღრმავება.
    2. ჟურნალის სახელწოდებაა “თემიდა” ინგლისურ ენაზე „Temida”.
    3. ჟურნალს აქვს საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი პერიოდული გამოცემებისთვის.
    4. ჟურნალი გამოიცემა წელიწადში არანაკლებ ორჯერ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

    მუხლი 2 . ჟურნალის მისია, მიზნები და ამოცანები

    1. ჟურნალის მისიაა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა
    2. ჟურნალის მიზნებია:

    ა) სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი გაცნობა, ამასთანავე, აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაციის ხელშეწყობა;

    ბ) საქართველოში ისეთ კვლევებზე მუშაობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას;

    გ) აქტიური სამეცნიერო - კვლევითი გარემოს შექმნა

    1. 3. ჟურნალის განვითარებისთვის მთავარი ამოცანებია:

    ა) ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში რეგისტრაციის გზით მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემათა შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება და მაღალი სამეცნიერო სტატუსის მოპოვება;

    ბ) ჟურნალის პოპულარიზაცია;

    გ) თანამშრომლობის მიზნით ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოზიდვა; დ) ინტერდისციპლინარული კვლევების ხელშეწყობა.

    დ) აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა და გამოცდილი მეცნიერ-მკვლევრების საკომუნიკაციო სივრცის არსებობისა და სამეცნიერო-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა.

    1. ჟურნალი წარმოადგენს პლატფორმას მკვლევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა დარგში: სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, განათლება, პოლიტიკის მეცნიერებები და სხვა.
    2. ჟურნალი წარმოადგენს ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას, რაც ნიშნავს, რომ მისი შინაარსი სრულად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე.
    3. ჟურნალი აღიარებს და ითვალისწინებს საერთაშორისო საგამომცემლო პრინციპებსა და საუკეთესო პრაქტიკას.

    მუხლი 3 . ჟურნალის მართვა

    1. ჟურნალის საქმიანობას ორგანიზებას უწევს ჟურნალის მთავარი რედაქტორი, სარედაქციო კოლეგია და მისი ტექნიკური რედაქტორი;
    2. ჟურნალის მართვის ორგანოა სარედაქციო კოლეგია და იგი პასუხისმგებელია ჟურნალის აკადემიურ ხარისხსა და შინაარსზე;
    3. ჟურნალი იმართება ამ დებულების შესაბამისად, მისთვის დადგენილი ძირითადი პრინციპების საფუძველზე.

    მუხლი 4 . ჟურნალის სარედაქციო კოლეგია

    1. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრით.
    2. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარეა სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი.

    2.1. ფაკულტეტის დეკანი უფლებამოსილია დააკომპლექტოს სარედაქციო კოლეგიის სრული შემადგენლობა.

    1. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია:

    ა) განსაზღვროს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა;

    ბ) დაადგინოს სტატიების აკადემიური სტანდარტები; გ) შეარჩიოს გამოცემისათვის ერთი ან რამდენიმე თემა;

    დ) დაადგინოს ჟურნალისთვის სტატიების შერჩევის კრიტერიუმები;

    ე) განსაზღვროს ჟურნალის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

    1. სარედაქციო კოლეგია იკრიბება წელიწადში ორჯერ მაინც, სხდომის ჩატარება შესაძლებელია ელექტრონული საშუალების გამოყენებით;
    2. სარედაქციო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს, კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.

    მუხლი 5 . დარგობრივი მიმართულებები

    1. ჟურნალში წარმოდგენილი სტატიის რეცენზირება ხორციელდება ღია და ფარული მეთოდით, რეცენზირებისთვის სტატია შესაბამის პირს გადაეცემა ჟურნალის მთავარი რედაქტორის გადაწყვეტილებით.
    2. ჟურნალს ჰყავს რედაქცია.
    3. ჟურნალის რედაქცია ახორციელებს ტექნიკურ სარედაქციო საქმიანობას: ა) უზრუნველყოფს სარედაქციო საბჭოს სხდომების გამართვას;

    ბ)ორგანიზებას უწევს სტატიების კონკურსის გამოცხადებისა და მიღების პროცედურებს;

    გ) უზრუნველყოფს ნაშრომების ანტიპლაგიატის პროგრამაზე შემოწმებას;

    დ)უზრუნველყოფს ავტორებთან, დარგობრივ მიმართულებასთან ან რეცენზენტებთან კომუნიკაციას;

    ე) ახორციელებს ნაშრომების ტექნიკურ რედაქტირებას;

    ვ) უზრუნველყოფს კომუნიკაციას ეროვნულ და საერთაშორისო მონაცემთა ბაზებთან, ჟურნალის მონაცემთა ბაზების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ამასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

    მუხლი 6 . ჟურნალში განთავსებული სტატიების საავტორო უფლებები

    1. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სტატიების შინაარსობრივ მხარეზე პასუხისმგებელია სტატიის ავტორი/ავტორები; ნაშრომზე არაქონებრივი საავტორო უფლებები რჩება ნაშრომის ავტორს;
    2. ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებზე ავტორები ჟურნალს გადასცემენ განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) ლიცენზიას, რაც აგრეთვე მოიცავს ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოყენებას, თარგმნას, ვიზუალურ დამუშავებას. ავტორებს რჩებათ უფლება, გადაამუშავონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ ჟურნალი, როგორც პირველადი გამოცემის წყარო იქნება მითითებული.

    მუხლი 7. ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა

    1. ჟურნალის ინდივიდუალური გამოცემა შეიძლება იყოს როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული თემატიკის შესახებ. აგრეთვე, დასაშვებია ჟურნალის სპეციალური გამოშვებების მომზადება სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით.
    2. ჟურნალი წარმოადგენს ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას, რაც ნიშნავს, რომ მისი შინაარსი სრულად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე

    მუხლი 8. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომების მიღებისა და შერჩევის წესი

    1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ნაშრომების შერჩევა ხდება:

    ა) ღია კონკურსით;

    ბ) სპეციალური წესით (საპატიო ნაშრომის გამოქვეყნების წესი);

    1. სარედაქციო კოლეგია წყვეტს სტატიების შესარჩევად ღია კონკურსის (შემდგომში კონკურსი) ჩატარების საკითხს;
    2. კონკურსი ცხადდება ფაკულტეტის ვებ-გვერდისა და სოციალურ მედიაში ფაკულტეტის გვერდების საშუალებით. დასაშვებია კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტ რესურსების ან სხვა არხების გამოყენებით;
    3. კონკურსის შესაბამისი ეტაპები და მათთვის განსაზღვრული ვადები დგინდება სარედაქციო კოლეგიის მიერ;
    4. კონკურსის მეშვეობით შესაძლოა, შეირჩეს ერთი ან რამდენიმე სტატია;
    5. კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ ამ დოკუმენტით განსაზღვრული ნაშრომი შესაბამისი მოთხოვნების დაცვით;
    6. კონკურსში მონაწილე პირებმა სტატიასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ან მყარი სახით დადასტურებული თანხმობა ნაშრომის ორიგინალობისა და გამოქვეყნების შემთხვევაში, ნაშრომზე განსაკუთრებული უფლების გადაცემის თაობაზე.

    მუხლი 9 . ნაშრომის წარმოდგენის წესი

    1. გამოსაქვეყნებელი ნაშრომი მიიღება ელ.ფოსტაზე: temida@gtu.ge;
    2. მიღებული ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დოკუმენტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს;
    3. მიღებული ნაშრომის გამოქვეყნებამდე, ავტორმა წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უნდა დაადასტუროს მისი ორიგინალობის და გამოქვეყნების შემთხვევაში, ნაშრომზე განსაკუთრებული უფლების გადაცემა.

    მუხლი 10 . ნაშრომისთვის დადგენილი მოთხოვნები

    1. სტატიაში წარმოდგენილი უნდა იყოს: აბსტრაქტი (ქართულ და ინგლისური ენაზე) საკვანძო სიტყვები, შესავალი (მოიცავს ნაშრომის აქტუალობას (არ ინომრება)), მთავარი ტექსტი, ქვესათაური, დასკვნა. გამოყენებული ლიტერატურა.
    2. აბზაცის ყველა ხაზი უნდა იყოს თანაბრად დაშორებული მარჯვენა ველიდან. აბზაცები ერთმანეთისგან გამოიყოფა თითო ინტერვალის გამოტოვებით.

    3 სქოლიოს, ისევე როგორც მთლიანი ნაშრომის შესრულების დროს გამოიყენება sylfaen, სქოლიოს შრიფტის ზომა-9.

    1. დასკვნა: მოიცავს მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსადასამომავლო პერსპექტივებს. გთხოვთ, გაითვალიწინოთ, რომ აბსტრაქტი, შესავალი და დასკვნა არ ინომრება. ინომრება მხოლოდ ტექსტის ძირითადი ნაწილი.

    მუხლი 11 . წყაროების მითითების სტანდარტები

    1. ნაშრომში სათანადოდ უნდა იყოს მითითებული შესაბამისი წყაროები, კერძოდ:

    სტატიის მოცულობა: უნდა იყოს, როგორც წესი არანაკლებ 6 და არაუმეტეს 15 გვერდისა.

    ენა: სტატია შესრულებული უნდა იყოს ქართულ, ან ინგლისურ ენაზე ორთოგრაფიული, სტილისტური და გრამატიკული შეცდომების გარეშე.

    სტრუქტურა: სტატია უნდა შედგებოდეს ქართული და ინგლისური რეზიუმისგან, შესავალი ნაწილის, თავი(ები)სგან, ქვეთავებისა და დასკვნისგან.

    მინდორი: მარცხენა მხარე – 38 მმ, დანარჩენი მხარეები – 25 მმ.

    შრიფტი: ტექსტის ძირითადი ნაწილი უნდა შესრულდეს Sylfaen ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 11. ხოლო სქოლიოში 9.

    გვერდების ნუმერაცია: გვერდები ინომრება თანმიმდევრულად ძირითად ტექსტთან ერთად, თანმიმდევრობით. დაუშვებელია თავისუფალი სივრცის ან გვერდის დატოვება. ასევე დაუშვებელია გვერდების განმეორება. გვერდის ნომრების შრიფტის მინიმალური ზომა არის 9. პარაგრაფი -0.

    სტრიქონებს შორის მანძილი: ძირითადი ტექსტისთვის ინტერვალი არის 1.15. მცირე ზომის სექციებისათვის (ცხრილებისა და ნახაზების ნუსხა, რეზიუმე, სქოლიო, შენიშვნა და სხვა) აიღება ინტერვალი 1.

    ლიტერატურის ციტირება: ლიტერატურის ციტირება ძირითად ტექსტში უნდა იქნას გამოყოფილი ბრჭყალებით „“, აუცილებელია ციტირებული ფრაზა იყოს შესაბამისად დამოწმებული (სქოლიოში მიეთითოს წყარო). შრიფტი უნდა იყოს ტექსტის შესაბამისი ზომის.

    რეზუმე - უნდა შესრულდეს ორ ენაზე ქართულად და ინგლისურად, მის ქვემოთ ასევე ორ ენაზე უნდა შესრულდეს საკვანძო სიტყვები. მოცულობა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 150 სიტყვისგან.

    სქოლიო: სქოლიო შეიძლება განთავსდეს გვერდის ბოლოს. შრიფტის ზომა – 9. სქოლიოს გვერდის ბოლოში განთავსებისას ნუმერაცია წარმოებს ციფრებით. ინტერვალი - 1. სქოლიო შესრულებული უნდა იქნეს ჩიკაგოს სტილში.

    ხოლო ელექტრონული ბმულებს წინ, უნდა მიეთითოს რას ეხება აღნიშნული ბმული, ასევე მითითებულ იქნეს ბოლოს შემოწმების თარიღი.

    მუხლი 12 . ნაშრომის გამოქვეყნების საკითხის გადაწყვეტა

    1. თუ ნაშრომს აქვს ტექნიკური ხარვეზები და არ შეესაბამება ჟურნალის დებულებით მოთხოვნილ სტანდარტს, ამის შესახებ ეცნობება ავტორს და ეძლევა მას გონივრული ვადა (თუმცა არაუმეტეს 7 დღისა) ხარვეზების გამოსასწორებლად.
    2. მიღებული ნაშრომები გადის ანტიპლაგიატის პროგრამულ ტესტს. თუ ნაშრომი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ ტესტს და აღმოჩნდა, რომ დარღვეულია აკადემიური ეთიკის წესები, სტატია არ გამოქვეყნდება.
    3. სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის მიერ შინაარსობრივი რეცენზირებისათვის ნაშრომი ეგზავნებათ დარგობრივი მიმართულების მეცნიერებს.
    4. სტატიის ავტორისთვის შესაძლოა არ იყოს ცნობილი რეცენზანტის/რეცენზანტების ვინაობა.
    5. იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი ინტერდისციპლინარულია, იგი შეიძლება გაეგზავნოს ორ ან მეტ დარგობრივ მიმართულებას რეცენზირებისთვის.
    6. იმ შემთხვევაში, თუ არის ინტერესთა კონფლიქტი ავტორსა და მიმართულების წევრებს შორის (მაგალითად მიმართულების წევრი არის ავტორი ან თანაავტორი), ნაშრომი იგზავნება გარე რეცენზირებისათვის.
    7. გარე რეცენზირების დროს, ისე როგორც შიდა რეცენზირების შემთხვევაში, პროცესი არის დახურული.
    8. რეცენზირების ვადა შეადგენს 2 კვირას (რეცენზირების ფორმა ).
    9. ნაშრომების შერჩევას, შესაბამისი დარგობრივი მიმართულების განხილვის შემდეგ, ახდენს სარედაქციო კოლეგია.
    10. შერჩეული ნაშრომების ავტორებს კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

    მუხლი 13 . სტატიის შინაარსობრივი სტანდარტები

    1. ყველა ნაშრომი, რომელიც წარედგინება სარედაქციო კოლეგიის, უნდა იყოს ორიგინალი
    2. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა იყოს აქტუალურ, პრობლემურ ან მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირებული;
    3. ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები,დასაბუთებული მოსაზრებები და ავტორისეული დასკვნები;
    4. ნაშრომში კვლევის მეთოდოგოლიის არსებობის შემთხვევაში, იგი სრულად უნდა იყოს დაცული.

    მუხლი 14 . ეთიკის საკითხები და დარღვევებზე რეაგირება

    1. ჟურნალი აღიარებს და პატივს სცემს აკადემიური და სამეცნიერო ეთიკის წესებს.
    2. ჟურნალი უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვას რედაქტირების პროცესში.
    3. ავტორებს მოეთხოვებათ, დაიცვან ეთიკის წესები, რაც გულისხმობს ავტორის/ავტორების სათანადო მითითებას, წყაროების სწორ გამოყენებას, ფალსიფიკაციის და ფაბრიკაციის გამორიცხვას, ნაშრომის შემუშავებაში მონაწილეპირთა სათანადო მითითებას, პერსონალური მონაცემების პატივისცემას და სხვა საკითხებს;
    4. ჟურნალი მიესალმება და წაახალისებს გამოქვეყნებული ნაშრომების განხილვასა და კრიტიკას.
    5. ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში/ნაშრომებში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მიმართოს ჟურნალის რედაქციას ელ-ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: law@gtu.ge და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.
    6. სარედაქციო კოლეგია ვალდებულია, ყველა ასეთი განაცხადი განიხილოს გონივრულ ვადაში და დასაბუთებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს . განაცხადის თაობაზე ავტორს/ავტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი განმარტება წარმოადგინონ. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას რეაგირების შესახებ.
    7. ჟურნალი უფლებამოსილია, გამოიყენოს ნაშრომის უკან გამოხმობის ცვლილების განხორციელება. აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია. გამოცემის მომდევნო ნომერში უნდა აისახოს შესაბამისი გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებით.

    მუხლი 15 . პლაგიატის აკრძალვა

    1. დაუშვებელია ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი. ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყოს/უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება;
    2. ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის სპეციალურ პროგრამაში.
    3. პროგრამის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები ინდივიდუალურად ფასდება მთავარი რედაქტორის მიერ და ხდება მისი სისწორის დადგენა;
    4. პროგრამის მიერ დამთხვევის დადგენის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება განმარტებისა და შესწორების წარმოდგენა.
    5. თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე, ნაშრომი არ განიხილება გამოსაქვეყნებლად. თუ ავტორის განმარტება მიუთითებს გულწრფელ შეცდომაზე, ან დამთხვევის მიზეზი მკვლევრის გამოუცდელობაა, სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია, ავტორს განუსაზღვროს გონივრული ვადა, არაუმეტეს 5 ხუთი სამუშაო დღისა, შეცდომის გამოსასწორებლად.
    6. რედაქციის მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ნაშრომი არ გამოქვეყნდება ჟურნალში. განმარტების ან/და ცვლილების მოთხოვნაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში, რედაქტორი ან/და სარედაქციო კოლეგია იტოვებს ამ ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას;
    7. გამოქვეყნებულ ნაშრომში მესამე პირის მიერ პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი უფლებამოსილია, მიმართოს ჟურნალის რედაქციას ელ-ფოსტის საშუალებით მისამართზე: law@gtu.ge და მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა, აგრეთვე, პლაგიატის პროგრამიდან ამონაწერი დამთხვევების შესახებ. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში, ჟურნალის მომდევნო გამოცემაში განთავსდება პლაგიატის შესახებ ინფორმაცია და რედაქტორი ან/და სარედაქციო კოლეგია იტოვებს პლაგიატი ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას.

    მუხლი 16 . სტატიის გამოქვეყნების ერთიანი პროცედურა და ვადები

    ჟურნალი გამოიცემა წელიწადში არანაკლებ ორჯერ - შემდეგი პროცედურის დაცვით:

    1. რედაქციის შეთავაზებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა სარედაქციო კოლეგია იღებს გადაწვეტილებას სტატიათა კონკურსის გამოცხადების თაობაზე.
    2. სტატიათა კონკურსი უნდა გამოცხადდეს სტატიათა მიღების ბოლო დღიდან, არაუგვიანეს 6 კვირისა, რათა კონკურსანტებს ჰქონდეთ მინიმუმ 6 კვირა სტატიის მოსამზადებლად.
    3. სტატიათა მიღების შემდეგ, 2 კვირის ვადაში ხდება მათი შემოწმება ანტიპლაგიატის სისტემაში.
    4. პლაგიატის პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, ავტორებს ეძლევათ 1 კვირიანი ვადა, გაასწორონ სტატიები შესაბამისი მითითებების მიხედვით.
    5. ნაშრომები იგზავნება რეცენზირებისათვის. აღნიშნული პროცედურა მთლიანობაში საჭიროებს 2 კვირიან ვადას.
    6. რეცენზირების უარყოფითი შედეგების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობება ავტორს.
    7. რეცენზირების დადებითი შედეგის შემთხვევაში, ნაშრომი ექვემდებარება ტექნიკურ რედაქტირებას. აღნიშნული პროცედურა გრძელდება 2-დან 4 კვირამდე.
    8. ამ პროცედურების შემდეგ ნაშრომები იგზავნება დასაკაბადონებლად. აღნიშნული პროცედურა გრძელდება 2 კვირა.
    9. დაკაბადონების შემდეგ სტატიები ქვეყნდება ჟურნალის ვებ-გვერდზე ელექტრონული სახით და გადაეცემა გამომცემლობას დასაბეჭდად.

    მუხლი 17 . სტატიების გამოქვეყნების ღირებულება

    ჟურნალში სტატიის გამოსაქვეყნებლად ავტორებს არ მოეთხოვებათ რაიმე სახის საფასურის გადახდა.

    ბოლო ნომერი

    N12 (14) () - 2020

     
     
     
    © „ტექნიკური უნივერსიტეტი“ 2024, ყველა უფლება დაცულია. ბოლო განახლება 12.11.2025