თემიდას შესახებ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი წარმოადგენს პერიოდულ საერთაშორისო რეფერირებად გამოცემას, რომლის მიზანია აკადემიური და სამეცნიერო დისკუსიის გაღრმავება.
ჟურნალის მიზნებია:
ა) სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი გაცნობა, ამასთანავე, აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ბ) საქართველოში ისეთ კვლევებზე მუშაობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას;
გ) აქტიური სამეცნიერო - კვლევითი გარემოს შექმნა
- თუ ნაშრომს აქვს ტექნიკური ხარვეზები და არ შეესაბამება ჟურნალის დებულებით მოთხოვნილ სტანდარტს, ამის შესახებ ეცნობება ავტორს და ეძლევა მას გონივრული ვადა (თუმცა არაუმეტეს 7 დღისა) ხარვეზების გამოსასწორებლად.
- მიღებული ნაშრომები გადის ანტიპლაგიატის პროგრამულ ტესტს. თუ ნაშრომი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ ტესტს და აღმოჩნდა, რომ დარღვეულია აკადემიური ეთიკის წესები, სტატია არ გამოქვეყნდება.
- სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის მიერ შინაარსობრივი რეცენზირებისათვის ნაშრომი ეგზავნებათ დარგობრივი მიმართულების მეცნიერებს.
- სტატიის ავტორისთვის შესაძლოა არ იყოს ცნობილი რეცენზანტის/რეცენზანტების ვინაობა.
- იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი ინტერდისციპლინარულია, იგი შეიძლება გაეგზავნოს ორ ან მეტ დარგობრივ მიმართულებას რეცენზირებისთვის.
- იმ შემთხვევაში, თუ არის ინტერესთა კონფლიქტი ავტორსა და მიმართულების წევრებს შორის (მაგალითად მიმართულების წევრი არის ავტორი ან თანაავტორი), ნაშრომი იგზავნება გარე რეცენზირებისათვის.
- გარე რეცენზირების დროს, ისე როგორც შიდა რეცენზირების შემთხვევაში, პროცესი არის დახურული.
- რეცენზირების ვადა შეადგენს 2 კვირას (რეცენზირების ფორმა ).
- ნაშრომების შერჩევას, შესაბამისი დარგობრივი მიმართულების განხილვის შემდეგ, ახდენს სარედაქციო კოლეგია
- დაუშვებელია ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი. ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყოს/უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება;
- ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის სპეციალურ პროგრამაში.
- პროგრამის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები ინდივიდუალურად ფასდება მთავარი რედაქტორის მიერ და ხდება მისი სისწორის დადგენა;
- პროგრამის მიერ დამთხვევის დადგენის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება განმარტებისა და შესწორების წარმოდგენა.
- თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე, ნაშრომი არ განიხილება გამოსაქვეყნებლად. თუ ავტორის განმარტება მიუთითებს გულწრფელ შეცდომაზე, ან დამთხვევის მიზეზი მკვლევრის გამოუცდელობაა, სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია, ავტორს განუსაზღვროს გონივრული ვადა, არაუმეტეს 5 ხუთი სამუშაო დღისა, შეცდომის გამოსასწორებლად.
- რედაქციის მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ნაშრომი არ გამოქვეყნდება ჟურნალში. განმარტების ან/და ცვლილების მოთხოვნაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში, რედაქტორი ან/და სარედაქციო კოლეგია იტოვებს ამ ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას;
- გამოქვეყნებულ ნაშრომში მესამე პირის მიერ პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი უფლებამოსილია, მიმართოს ჟურნალის რედაქციას ელ-ფოსტის საშუალებით მისამართზე: temida@gtu.ge და მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა, აგრეთვე, პლაგიატის პროგრამიდან ამონაწერი დამთხვევების შესახებ. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში, ჟურნალის მომდევნო გამოცემაში განთავსდება პლაგიატის შესახებ ინფორმაცია და რედაქტორი ან/და სარედაქციო კოლეგია იტოვებს პლაგიატი ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას.