სამეცნიერო ნაშრომის რედაქციაში წარმოდგენის წესი
ნაშრომის წარმოდგენის წესი
ნაშრომისთვის დადგენილი მოთხოვნები
3 სქოლიოს, ისევე როგორც მთლიანი ნაშრომის შესრულების დროს გამოიყენება sylfaen, სქოლიოს შრიფტის ზომა-9.
წყაროების მითითების სტანდარტები
სტატიის მოცულობა: უნდა იყოს, როგორც წესი არანაკლებ 6 და არაუმეტეს 15 გვერდისა.
ენა: სტატია შესრულებული უნდა იყოს ქართულ, ან ინგლისურ ენაზე ორთოგრაფიული, სტილისტური და გრამატიკული შეცდომების გარეშე.
სტრუქტურა: სტატია უნდა შედგებოდეს ქართული და ინგლისური რეზიუმისგან, შესავალი ნაწილის, თავი(ები)სგან, ქვეთავებისა და დასკვნისგან.
მინდორი: მარცხენა მხარე – 38 მმ, დანარჩენი მხარეები – 25 მმ.
შრიფტი: ტექსტის ძირითადი ნაწილი უნდა შესრულდეს Sylfaen ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 11. ხოლო სქოლიოში 9.
გვერდების ნუმერაცია: გვერდები ინომრება თანმიმდევრულად ძირითად ტექსტთან ერთად, თანმიმდევრობით. დაუშვებელია თავისუფალი სივრცის ან გვერდის დატოვება. ასევე დაუშვებელია გვერდების განმეორება. გვერდის ნომრების შრიფტის მინიმალური ზომა არის 9. პარაგრაფი -0.
სტრიქონებს შორის მანძილი: ძირითადი ტექსტისთვის ინტერვალი არის 1.15. მცირე ზომის სექციებისათვის (ცხრილებისა და ნახაზების ნუსხა, რეზიუმე, სქოლიო, შენიშვნა და სხვა) აიღება ინტერვალი 1.
ლიტერატურის ციტირება: ლიტერატურის ციტირება ძირითად ტექსტში უნდა იქნას გამოყოფილი ბრჭყალებით „“, აუცილებელია ციტირებული ფრაზა იყოს შესაბამისად დამოწმებული (სქოლიოში მიეთითოს წყარო). შრიფტი უნდა იყოს ტექსტის შესაბამისი ზომის.
რეზიუმე - უნდა შესრულდეს ორ ენაზე ქართულად და ინგლისურად, მის ქვემოთ ასევე ორ ენაზე უნდა შესრულდეს საკვანძო სიტყვები. მოცულობა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 150 სიტყვისგან.
სქოლიო: სქოლიო შეიძლება განთავსდეს გვერდის ბოლოს. შრიფტის ზომა – 9. სქოლიოს გვერდის ბოლოში განთავსებისას ნუმერაცია წარმოებს ციფრებით. ინტერვალი - 1. სქოლიო შესრულებული უნდა იქნეს ჰარვარდის სტილში.
ხოლო ელექტრონული ბმულებს წინ, უნდა მიეთითოს რას ეხება აღნიშნული ბმული, ასევე მითითებულ იქნეს ბოლოს შემოწმების თარიღი.